ქართული ენის წრე
წრის სამუშაო გეგმა
წრის დასახელება: ქართული ენის წრე
სკოლა: სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის
N4 საჯარო სკოლა
კლასი: II კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 5
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: წურწუმია მანონი
წრის მიზანი:
წრის მუშაობის მიზანია ქართული ენისადმი ინტერესის გაღვივება.
მოსწავლეებმა შეძლონ მართლმეტყველებისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა. მოსწავლეებმა შეძლონ მარტივი წინადადების აგება და ძირითადი სასვენი ნიშნების გამოყენება; წარმოთქმული წინადადების ინტონაციის გამოხატვა წერისას და დაწერილისა - პირიქით, წარმოთქმისას;
მოსწავლეებმა შეძლონ მართლმეტყველებისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა. მოსწავლეებმა შეძლონ მარტივი წინადადების აგება და ძირითადი სასვენი ნიშნების გამოყენება; წარმოთქმული წინადადების ინტონაციის გამოხატვა წერისას და დაწერილისა - პირიქით, წარმოთქმისას;
სიტყვათა შინაარსობრივი კავშირი წინადადებაში, მოცემული
სიტყვებით
წინადადების
კონსტრუირება;
ისწავლონ თხრობითი,
კითხვითი
და
ძახილის
წინადადებები.
წრის ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა:
მოსწავლეებს უჭირთ
ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.ამბის გადმოცემისას მართებული სიტყვაფორმებისა და
მარტივი წინადადებების გამოყენება; საწრეო
მუშაობისას განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არსებული
პრობლემების აღმოფხვრას.
წრის სამუშაო პროგრამა:
N
|
თემა
|
აქტივობები
|
რესურსი
|
1
|
1 - გაკვეთილი.
საწრეო მუშაობის ფორმატისა და მიზნის გაცნობა.
ქართული ასოები, ასოთა რიგი და მათი
სრული სახელწოდებანი
|
მოსწავლეები გაიხსენებენ ანბანს,თანხმოვანს და ხმოვანს, მოუსმენენ საინტერესო ზღაპარს.
ითამაშებენ როლურ თამაშს.
|
|
2
|
მე-2- გაკვეთილი:
სიტყვა და მარცვალი
|
მოსწავლეები გაეცნობიან მარცვალს,
შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებას,დამარცვლავენ სიტყვებს და ბუკებში შეარულებენ სახალისო დავალებას.
|
|
3
|
მე-3 - გაკვეთილი
ტექსტში წინადადებების
გარჩევა.
|
აბზაცების კითხვა, აბზაცში წინადადების დათვლა,წინადადების დაშლა სიტყვებად,სახლისო თამაში, გადავაკეთოთ ორსიტყვიანი წინადადება სამსიტყვიანად და ოთხსიტყვიანად.
შეჯიბრი-კონკურსი ,,ვინ უფრო მეტი წინადადება მოიფიქრა“ წინადადებების ბანკი
|
|
4
|
მე-4 გაკვეთილი
ტექსტში წინადადებების
გარჩევა.
|
,,ვინ უფრო მეტი წინადადება მოიფიქრა“ წინადადებების ბანკი
|
|
5
|
მე-5 გაკვეთილი
ზმნა წინადადებაში
|
მხიარული თამაში
გუშინ, დღეს, ხვალ - ვთამაშობთ ზმნებით.
მასწავლებელი დაყოფს კლასს ორ ნაწილად. ერთ ნაწილს მომავალი (”ხვალ”) ჰქვია, მეორეს - წარსული (”გუშინ”), მასწავლებელი წარმოადგენს აწმყო დროს (”დღეს”). იგი ასახელებს ზმნებს აწმყო დროში, „მომავლის“ მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ აწმყო დროში დასახელებული ზმნა გადაჰყავთ მომავალ დროში და რვეულში იწერენ მას, „წარსულის“ მოსწავლეებს კი ზმნა წარსულ დროში გადაჰყავთ და შესაბამისი ფორმით იწერენ რვეულებში. 5-6 ზმნის აწმყო დროის ფორმით დასახელების შემდეგ, მასწავლებელი დაავალებს მოსწავლეებს, რომ შეადგინონ წინადადებები რვეულებში ჩაწერილი სიტყვების გამოყენებით.
აქტივობის ბოლოს, მოსწავლეები მონაცვლეობით კითხულობენ თავიანთ მიერ შექმნილ წინადადებებს, რომლებშიც ზმნები წარმოდგენილია წარსული ან მომავალი დროის ფორმებით.
|
|
6
|
მე-6 გაკვეთილი
დიალოგი და დიალოგის
გაფორმებისთვის საჭირო გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება წერის
დროს.
|
საწყის ეტაპზე მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ წერილები, ძირითადად, ორი სახისაა: პირადი ხასიათის (წერილები მეგობრების, ოჯახის წევრების, ნაცნობების მიმართ) და საქმიანი. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ წერილს აქვს ტრადიციული ფორმა/სტრუქტურა, რომელიც წერისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს შესაბამისი ტიპის წერილის მოდელს, გაამახვილებს მოსწავლეების ყურადღებას წერილის ძირითად სტრუქტურულ ელემენტებზე (მიმართვა/მისალმება, ძირითადი ნაწილი, დამშვიდობება). მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა აითვისონ აგრეთვე კონვერტის გაფორმების წესიც (საფოსტო ინდექსი, მისამართი, საფოსტო მარკის დაწებება, მისთ.).
ნიმუში 1. წერილი მეგობარს
ნიმუში 2. საქმიანი წერილი
მასწავლებელი დაფაზე დაწერს ერთ-ერთ მოდელს და შესთავაზებს მოსწავლეებს, ერთად შეადგინონ წერილი შერჩეული მოდელის მიხედვით. სასურველია, საწყისი ეტაპისთვის მოსწავლეებს დაევალოთ პირადი ხასიათის წერილის დაწერა
წერილის თემა შერჩეულია მასწავლებლის მიერ (მაგ., ”მოუყევი შენს მეგობარს, ვისთან იყავი სტუმრად ბოლო დროს”, სხვ.).
მასწავლებელი ესაუბრება ბავშვებს წერილის თემაზე. ზეპირი საუბრისა და კითხვაპასუხის რეჟიმში მოსწავლეებს აძლევს გეზს წერილის დასაწერად. სამუშაოს გასაადვილებლად და ნიმუშის საჩვენებლად, მასწავლებელი თავად შეავსებს დაფაზე ჩამოწერილ მოდელს მოსწავლეების თანამონაწილეობით.
მოსწავლეები რვეულებში გადაიტანენ შერჩეულ მოდელს. მათ დაევალებათ, დაწერონ წერილი კლასში ჩატარებული სამუშაოსა და გადაწერილი მოდელის საფუძველზე.
მომდევნო გაკვეთილზე მასწავლებელი შეამოწმებს მოსწავლეთა ნამუშევრებს, გაამხნევებს და წაახალისებს მათ ნამუშევრების პოზიტიური მხარეების გამოკვეთით.
|
|
7
|
მე-7 გაკვეთილი
სასვენი ნიშნები
|
||
8
|
მე-8 გაკვეთილი
სასვენი ნიშნები
|
||
9
|
მე-9 გაკვეთილი
ილუსტრაციის მიხედვით ტექსტის შექმნა და წერილობით გადმოცემა. რთული სიტყვების მართლწერა.
|
||
10
|
მე-10 გაკვეთილი
წრის შემაჯამებელი
მეცადინეობა
|
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: საწრეო მუშაობა გაგრძელდება 2019-2020
სასწავლო წლის პირველი სემსტრის განმავლობაში.
შეხვედრების განრიგი:
N
საწრეო მუშაობის განრიგი
N
|
საწრეო მუშაობის განრიგი
|
1
|
11.10.2019
|
2
|
18.11.2019
|
3
|
25.11.2019
|
4
|
08.11.2019
|
5
|
1.11.2019
|
6
|
8. 11.2019
|
7
|
15.11.2019
|
8
|
22. 11.2019
|
9
|
26.11.2019
|
10 | 29.11.2019 |
საწრეო მუშაობის პროცესი
იხილეთ ფოტო-მასალა
2- გაკვეთილი:
სიტყვა და მარცვალი
3 - გაკვეთილი
ტექსტში წინადადებების
გარჩევა.
5 გაკვეთილი
ზმნა წინადადებაში
6 გაკვეთილი
დიალოგი და დიალოგის გაფორმებისთვის საჭირო გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება წერის დროს.
მე-7 გაკვეთილი
სასვენი ნიშნები
Комментариев нет:
Отправить комментарий