სკოლის ისტორია

სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქ. წალენჯიხის N4 
საჯარო სკოლის ისტორია


     დაწყებითი სკოლა ქვედამაზანდარის უბანში  (მის: ქ. წალენჯიხა წმ. ნინოს ქ. N --)1928-29 სასწავლო წელს კოწია კალანდიას სახლში  გაიხსნა. სკოლა ერთი კლასით, ერთი გამგე და ერთი მასწავლებლით იყო დაკომპლექტებული. სამი წლის შემდეგ სკოლა გადატანილ იქნა სხვა კერძო ბინებში: ყამურზა მიქავასა და ივანე ზარქუას სახლში. სკოლის კონტიგენტი თანდათან იზრდებოდა და  ყამურზა მიქავასა და ივანე ზარქუას სახლებიდან სკოლა გადატანილ იქნა ეფრემ ზარქუასა და ყარა კვარაცხელიას სახლებში. I და II კლასი მეცადინეობდა ყარა კვარაცხელიას სახლში, ხოლო  III და  IV კლასი ეფრემ ზარქუას სახლში.
    გრიშა ტაგუს ძე კვარაცხელია მუშაობდა სკოლის გამგე/მასწავლებლად 1932 წლიდან. ბატონმა გრიშამ აიღო ინიციატივა შეექმნა სკოლისთვის სასკოლო ბაზა, რათა სასწავლო პროცესი წარმართულიყო ნორმალურ პირობებში.
    შეიქმნა სკოლის მშენებლობისათვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
                         1. მიქავა ბოჩო როსთოს ძე
                         2. შანავა ივანე ძოკიას ძე,
                         3. შანავა ჭოჭია სოსნარის ძე
                         4.  სკოლის გამგე მასწავლებელი გრიშა ტაგუს ძე კვარაცხელია.
    ამ კომისიის მუშაობით და მთავრობის დახმარებით 1935 წელს აგებულ იქნა ხუთ ოთახიანი ხის ფიცრული შენობა, სკოლისათვის იმ ადგილას სადაც დღეს წამოჭიმულია ქვედამაზანდარის ამჟამად  სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქ. წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა. 
  1939 წელს ქვედამაზანდარის დაწყებითი სკოლა რვა წლიან სკოლად  გადაკეთდა. მოგვიანებით (თარიღი უცნობია) სკოლის ფიცრული შენობა ხანძრისგან განადგურდა. 
   ქვედამაზანდარის დაწყებითი სკოლის აღზრდილი ვახტანგ კვარაცხელიას მონდომებითა და დახმარებით, რომელიც იმ დროისათვის წალენჯიხის რაიკომის პირველი მდივანი გახლდათ 1965 წელს აშენდა კაპიტალური, ორსართულიანი, 200 მოსწავლეზე გათვლილი  შენობა. 
   ქვედამაზანდარის საშუალო სკოლას 2011 წელს ეწოდა სსიპ ქ. წალენჯიხის N4 საჯარო, ხოლო 2014 წლის იანვრის თვეში მიენიჭა სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქ. წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის სახელი.
    სკოლა ქალაქიდან დაშორებულია 2,5 კმ მანძილით, სკოლაში სწავლობს 88 მოსწავლე, დასაქმებულია 26 პედაგოგი მათ შორის 1 წამყვანი და 16 უფროსი მასწავლებელი. სკოლას ხელმძღვანელობს ქ-ნ ნონა მებონია. 

Комментариев нет:

Отправить комментарий